Thursday, July 26, 2012

ტოლერანტობა>


1.     სახელი:<<ტოლერანტობა>>
2.
პროექტის იზანი:პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეთა მეგობრობას.ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები იყოს როგორც სწავლის,ტოლერანტობის,ასევე აღზრდის ერთიანი ორგანული ნაწილი.შესაძლებლობა მოგვეცემა დავძლიოთ კარჩაკეტილობა.იყვნენ უფრო გახსნილნი და შეძლონ მეგობრული ურთიერთობის დამყარება თანატოლებთან.გარდა ამისა,სხვა ბავშვებთან ურთიერთობა,მათთან ერთად ღონისძიებების ჩატარება,აზრთა და გამოცდილებათა გაზიარება დაგვეხმარება ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდა–განვითარებაში.
3.
პროექტის სრული აღწერა:მოგახსენებთ რომ,დღესდღეისობით საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში შეინიშნება არნახული ძვრები წინსვლისაკენ,თუმცა არის სხვადასხვა სახის პრობლემებიც.ამჟამად,აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ერთ–ერთი მთავარი პრომლემა ისაა,რომ აზერბაიჯანელი ბავშვები მოწყვეტილნი არიან ქართველ ბავშვებთან ურთიერთობას და საერთოდ ქართულ სამყაროს.პრობლემაა ისიც,რომ ენის არ ცოდნის გამო(აქ არ ვგულისხმობთ ყველა მოსწავლეს)ისინი ვერ ახდენენ კომუნიკაციის დამყარებას ქართველ მოსწავლეებთან.ამის გამო რჩებიან ისევ საკუთარ თავში ჩაკეტილნი და გაუცხოებულნი.
აზერბაიჯანულენოვან სკოლებში არის კიდევ ერთი საკმაოდ დიდი პრობლემა–გენდერული პრობლემა.ჩვენ ვიცით მათი ტრადიციები,მაგრამ ვიზიარებთ ახალგაზრდების მოთხოვნას–იცხოვრონ შედარებით თავისუფლად.განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან გოგონები,რომელთაც დღის მეორე ნახევარში არ უშვებენ სახლიდან გარეთ.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი დაგვეხმარება აღნიშნულ პრობლემათა მოგვარებაში.
4. მონაწილეთა ასაკი:13–15
5.
ვადები: 6 კვირა
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში:პროექტში მოსწავლეთა ჩართულობისათვის მაქსიმალური წახალისება.
პროექტში ჩავრთავთ არა მარტო იმ ბავშვებს რომლებმაც ქართული ენა კარგად იციან,არამედ მათაც ვინც ნაკლებად ფლობს ქართულ ენას.შევქმნით სპეციალურ ჯგუფს ქართული ენის დამატებითი სწავლებისათვის.ქართული ენის გაკვეთილებთან ერთად გვექნება სიტუაციური ამოცანების განხილვა,რომლებიც ძირითადად აქცენტირებული იქნება ტოლერანტბისკენ.
–ერთკვირიანი  გაცვლითი პროგრამა სკოლაში.
–ექსკურსია თბილისში.ექსკურსია იქნება ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის ერთად.
–ინტელექტუალური შოუს მოწყობა.შოუს ბოლოს დაიგეგმება იმიტირებული პროცესები,სადაც მონაწილეობას ერთდროულად მიიღებენ ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები.
–რამდენიმე მოსწავლის პროცესზე დასწრება.ნებისმიერი ღონისძიებების ჩატარებისას მოვაგროვებთ ფოტომასალას.
–ინტელექტუალურ  შოუზე მოწყობილი იმიტირებული პროცესები გადავიღოთ,გავაკეთოთ მონტაჟი და ვაჩვენოთ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს.
–მოგროვილ ფოტომასალას დავურთოთ კომენტარები და გამოვცეთ მცირე ზომის ორენოვანი ბროშურა.გავავრცელოთ ადგილობრივ მოსახლეობაში.
–დებატები განვითარებისა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები შეიძენენ გამოცდილებასა და უნარ–ჩვევებს.იქნებიან გახსნილნი,თავს იგრძნობენ სრულუფლებიან მოქალაქედ.ქართილ ოჯახებში ცხოვრება.ქართველ მოსწავლეებთან ურთიერთობა გაზრდის მოტივაციას როგორც მოსწავლეებში,ასევე მასწავლებლებშიც.
ყურადღება მიექცევა ბავშვის გონებრივ განვითარებას,გვეყოლება უფრო აქტიური თაობა.გაცვლითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებთან დამეგობრებას,ტოლერანტობას.აღარ იქნება დაბალი სამოქალაქო ინტეგრაცია.ჩატარდება შიდა სასკოლო ღონისძიებები.ორენოვანი ბროშურის გამოცემა დაგვეხმარება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ და ჩავრთათ პროექტში.გაიზრდება ინტერესი ცოდნისა და გამოცდილების მიმართ.
8.სარგებელი სხვებისათვის:
9. სამუშაოენა:ქართული და აზერბაიჯანული
10.
საგნებთან კავშირი:
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ავტორი სახელი:თამარ ნანუაშვილი
13.
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:nanuashvilitam@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

Sunday, July 15, 2012

ძალადობა

არსებობს ძალადობის ორი სახე; პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი ძალადობა არის ფიზიკური ძალადობა. არაპირდაპირი_ ექსპლოატაცია, დემოკრატიის უქონლობა, სოციალური უსამართლობა და ა.შ.